— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი

თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად…

იმედის ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის. პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპონენტთან გამოსვლები იყო დაშლილი და თემატურად გაფანტული. მათ ვერ შეძლეს საკუთარი კრიტიკის ჩამოყალიბება ერთიან, თანმიმდევრულ პოზიციად და ვერ წარმოადგინეს მკაფიო ალტერნატიული ხედვა.

მისი შეფასებით, დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის.

„ იმედის ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის.
საუბარი განათლების რეფორმას შეეხებოდა, თუმცა დისკუსიის მიმდინარეობამ წარმოაჩინა, რომ ყველა მონაწილე ერთსა და იმავე სიღრმეზე არ იმყოფებოდა.
პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე.
მათი არგუმენტაცია აგებული იყო კონკრეტულ მიმართულებებზე და რეფორმის ლოგიკის ახსნაზე. ამის საპირისპიროდ, ოპონენტების გამოსვლები დაშლილი და თემატურად გაფანტული იყო.
მათ საკუთარი პოზიცია და კრიტიკა ვერ ჩამოაყალიბეს როგორც ერთიანი, თანმიმდევრული პოზიცია.
საყურადღებო იყო ისიც, რომ განათლების სფეროს სახელით წარმოდგენილმა კრიტიკოსებმა ვერ წარმოადგინეს მკაფიო ალტერნატიული ხედვა, რა უნდა შეიცვალოს, როგორ და რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება. დისკუსია ხშირად გადადიოდა პარალელურ თემებზე, რაც ართულებდა უშუალოდ განათლების პოლიტიკის არსის განხილვას.
ამგვარად, დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი და შინაარსობრივი ნაწილი.“- წერს მეგრელიშვილი.