თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის ჭიათურაში მედიატური გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის ჭიათურაში მედიატური გამართა

ტურში ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო. დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ- ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.

ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.