უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია გაუძღვება

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში თორნიკე შენგელია მიიღებს მონაწილეობას. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, 26 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:30-ზე, კაპიტანი ჯერ ბარსელონაში თავისი კლუბის რიგებში ითამაშებს, ხოლო 27 ნოემბერს თბილისში გამოფრინდება. შესაბამისად, შენგელია 22 საათში ნაკლებ დროში, 2 ქვეყანაში 2 თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, 27 ნოემბერს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს გუნდის ვეტერანი გიორგი შერმადინი.

შესარჩევი ციკლის ამ ეტაპის შემდეგ შეხვედრას კი ნაკრები 30 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

უახლესი

მსგავსი სტატიები