— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა, „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა.

„2025 წელი გახდა ის წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი სრულად გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ უკან წასასვლელი გზა მოჭრილია. იმისთვის, რომ მოაზროვნე მანქანების ეპოქა რეალობად იქცა, იმისთვის, რომ გააოცეს და ააღელვეს კაცობრიობა, დღევანდელობის ცვლილებისა და ადამიანის შესაძლებლობის გაფართოებისთვის წლის ადამიანად ვასახელებთ ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორებს“, – ნათქვამია ჟურნალ „თაიმის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჟურნალის ყდაზე წელს იქნებიან „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, „აიემდის“ გენერალური დირექტორი ლიზა სუ, „იქსეიაის“, „სფეის იქსის“ და „ტესლას“ ხელმძღვანელი ილონ მასკი, „ენვიდიას“ უფროსი ჯენსენ ჰუანგანი, „ოფენ ეიაის“ მეთაური სემ ალტმანი, „დიფ მაინდის“ გენერალური დირექტორი დემის ჰასამიბი, „ანთროპიკის“ ხელმძღვანელი დარიო ამოდეი და „იმეჯინ ნეთის“ დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი.

ისინი ყველანი ერთად სხედან რკინის ძელზე და ეს ფოტო მკითხველს ახსენებს 1932 წელს გადაღებულ ფოტოს „სადილი ცათამჯენზე“.

ჟურნალი „თაიმი“ 1927 წლიდან ასახელებს წლის ადამიანს, რომელმაც ბოლო 12 თვეში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. 2024 წელს „თაიმმა“ წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა.