— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა გაეცნო.

ახალი სტადიონი ეწყობა ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში. ბარამიაზე ახალი სტადიონის მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება.

,,ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 444 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს თაბუკაშვილისა და ქუჯის ქუჩებზეც. სპორტული მოედანი რეაბილიტირდა ინგირშიც.

ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 7 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ზუგდიდის მერთან ერთად სამუშაოებს მოადგილე ბესიკ ჭეჟია და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კორტავა გაეცნენ.

დავით კოდუას თქმით, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ