საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის 281-ე კმ-ზე, (სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ. პკ2-ში) მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებისა და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება. რის გამოც, 2026 წლის 18 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე.
18 თებერვალს დღის საათებში, „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსგავსი სიახლეები.
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საქართველო
შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი.
საქართველო