— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

2025 წელს საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 97 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა – გამგეობის წლიური ანგარიში

2025 წელს საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 97 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა – გამგეობის წლიური ანგარიში

საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ შეაჯამა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.

როგორც გიზო ვასაძემ აღნიშნა, საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. შესაბამისად, საანგარიშო წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 97 500 კვ.მ ფართობზე, მათ შორის, არის 11 ქუჩა სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
რ

აიონის გამგეობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა სპორტის სასახლის მიმდებარედ. საერთო ჯამში, 15 000 კვ.მ ფართობზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერაბ ალექსიძის ქუჩას, საგზაო სამუშაოები განხორციელდა, ასევე ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილზეც.

„აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის გამოც მოსახლეობას სარდაფები და ავტოსადგომები ეტბორებოდა. ქაოტური განაშენიანებისა და სატრანსპორტო მოძრაობის გამო მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო არ იყო. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები, ასევე დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, რომლებიც აღიჭურვება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით. ასევე, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები“, – აღნიშნა გიზო ვასაძემ.

ამასთანავე, 2025 წელს საბურთალოს რაიონში 15 რეკრეაციული სივრცე მოეწყო-რეაბილიტირდა, ხოლო 88 მისამართზე სკვერები ფრაგმენტულად შეკეთდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე განხორციელდა, 12 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე განახლდა და თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა სპორტული მოედნები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, 22 მისამართზე განხორციელდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 195 პროექტი, მათ შორის, რეაბილიტირდა 78 ლიფტი, 43 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ხოლო 25 მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ 10 სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა.

დელეგირებული უფლებამოსილებით, 9 საჯარო სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც 3 394 889 ლარია გამოყოფილი.
საერთო ჯამში, 2025 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტებისთვის, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 563 902 ლარი დაიხარჯა.

გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ