თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“ გაიმართა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების ბაზაზე არსებული სოციალური საწარმოების ბენეფიციარების ნამუშევრები მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა და მათი სოციალური ჩართულობა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირინე წაქაძის განმარტებით, შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტროს მიერ, არაერთი პროგრამა თუ სერვისი ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასა“ და „თბილისი ცენტრალში“ გაიმართა.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.