Politico-ს ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ აჩვენა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უკიდურესად რთული პერიოდია. გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა მათ შორის ნდობა შერყეულია, მის აღდგენას კი წლები დასჭირდება.
გამოცემის ინფორმაციით, მართალია, მიუნხენის კონფერენციაზე პოლიტიკოსები ღიად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა კულუარებში შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ურთიერთობები განხეთქილების ზღვარზეა.




