თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს? ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
მსოფლიო

მოლდოვის ვიცე-პრემიერი – მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თუ შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება

მოლდოვის ვიცე-პრემიერი – მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თუ შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ…

მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების შემთხვევაში რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს.

როგორც მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ევგენ ოსმოჩესკუმ „ევრაქტივთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.

მისი თქმით, მოლდოვის მთავარი მიზანი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულებას 2028 წლის ბოლომდე მოაწერს ხელს, თუმცა, თუ ეს პროცესი გაჩერდება, სხვა გზების განხილვას დაიწყებენ.

„ეს არის გეგმა B”, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მკაფიო სიგნალების მიღება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. ოსმოჩესკუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამასთან, ოსმოჩესკუს თქმით, მოლდოვას არ აქვს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, როგორიც უკრაინას.

„ჩვენ არ ვართ ისეთი გამძლეები, როგორც უკრაინელები. ქვეყანას არ გააჩნია განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკრაინის არმიას შეედრება“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ივნისში მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

ვიცე-პრემიერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის იდეას, მათ შორის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის განხილვას.

რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოვისა და რუმინეთის მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო კულტურული, ენობრივი და ოჯახური კავშირები აქვთ. მისივე ინფორმაციით, მოლდოვაში გაერთიანების იდეას მოსახლეობის დაახლოებით 40% უჭერს მხარს, ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.