უნგრეთის სამართალდამცველების ცნობით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ბომბის განთავსების შესახებ ათობით მუქარა მიიღეს – მუქარის წერილები უკრაინულ ენაზეა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემა კონტრდაზვერვის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მუქარები ცრუ განგაში აღმოჩნდა.
The Financial Times-ი არ გამორიცხავს, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ანტიუკრაინული ნარატივის გაღვივებასაც უკავშირდებოდეს.




