— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ADB საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პროგნოზს 6%-დან 7%-მდე აუმჯობესებს

ADB საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პროგნოზს 6%-დან 7%-მდე აუმჯობესებს

EBRD-ს შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ.

ADB-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში ინფლაცია 4%-ის დონეზე იქნება, რაც აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით შეცვლილი არ არის.

რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს ADB-ის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ის 3,4%-დან 2,4%-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა – პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს”, – წერს EBRD.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ