— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 250 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება. როგორც აზიის განვითარების ბანკი წერს, პროექტი გააუმჯობესებს საგზაო კავშირს, შეამცირებს საცობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის, როლს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 250 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მნიშვნელოვანი…

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 250 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება. როგორც აზიის განვითარების ბანკი წერს, პროექტი გააუმჯობესებს საგზაო კავშირს, შეამცირებს საცობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის, როლს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 18,9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც თბილისს გვერდს აუვლის და აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. სატრანზიტო მოძრაობის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გადატანა თბილისში საცობების შემცირებას და ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ADB დააფინანსებს თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს:

“საქართველოს მდებარეობა აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ქვეყანას რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს აძლევს,“ — განაცხადა საქართველოში ADB-ის დირექტორმა, ლესლი ბერმან ლამმა.

მისი თქმით, თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს შეუწყობს, რადგან შეამცირებს საცობებს და ტვირთების გადაზიდვის საიმედოობას გაზრდის.

“მსგავსი პროექტებით ჩვენ რეალობად ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის ხედვას — უფრო დაკავშირებულ და კონკურენტუნარიან საქართველოს,” — აღნიშნა მან.

როგორც ADB წერს, ახალი გზა შეამცირებს ადგილობრივი და სატრანზიტო გადაადგილებისთვის მგზავრობის დროს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებსა და მავნე გამონაბოლქვს. ამასთან, გაიზრდება ტვირთების გადამზიდავების, ექსპორტიორებისა და ტურისტული ბიზნესის მუშაობის საიმედოობა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა შემცირდება.

პროექტი ასევე გააუმჯობესებს საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიანობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე დერეფანში, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. ეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის და რეგიონულ თუ გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ADB-მა საქართველოს მთავრობას პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაშიც გაუწია მხარდაჭერა. ახალი სესხი ემატება ბანკის მიერ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უკვე გამოყოფილ 2,3 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას, რომელიც, მათ შორის, აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, ქვეშეთი–კობის ავტომაგისტრალის და ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას მოხმარდა.

“ADB საქართველო 2007 წლიდან უჭერს მხარს და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ამ პერიოდში ბანკმა საქართველოსთვის სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი გამოყო.

ADB-ის ხუთწლიანი პარტნიორობის სტრატეგია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ჩამოყალიბებას მწვანე, ინკლუზიურ და რეგიონულ დამაკავშირებელ ცენტრად. ამისთვის ბანკი მხარს უჭერს საჯარო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ერთ-ერთი წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და გამძლე ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ბანკი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს რთული გამოწვევების გადასაჭრელად, იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი, განავითაროს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას. ADB 1966 წელს დაარსდა და ამჟამად 69 წევრი ქვეყანა ჰყავს, რომელთაგან 50 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა”, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ