თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” მიმდინარეობს. მაყურებლის სიმრავლით გამოირჩეოდა ფესტივალის პირველი დღე, სადაც სტუმრების წინაშე წარდგა ზვიად ბოლქვაძე სპეციალური მუსიკალური პროგრამით ბენდთან, ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად, ასევე ბენდი „ურსა”, „იბერია”, ანსამბლი „აფხაზეთი” და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები.

ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში ემოგზაურათ. ფესტივალზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იყო წარმოდგენილი. ფესტივალს წელსაც ამშვენებს „გარდენია შევარდნაძის” მიერ მოწყობილი ულამაზესი ეთნოგრაფიული სივრცე.

ფესტივალი ბათუმში დღესაც საინტერესო პროგრამით გრძელდება, სადაც სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებზე, აჭარული ნაქარგობების მასტერკლასებსა და 150 მეწარმის გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება 14:00 საათიდან შეუძლიათ. მუსიკალურ პროგრამას 18:00 საათზე შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა“ გახსნის, საღამოს 12 საათამდე კი მაყურებლის წინაშე წარდგება ჯგუფები „გორდელა“, „ბანი“, ანსამბლი „ოდა“ და სხვები.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.