თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

“ბევრი ადამიანისა და კომპანიის ინტერესებს შევეხე” – ფედოროვმა თავისი გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროში შესყიდვებისა და ტენდერების რეფორმებს დაუკავშირა

“ბევრი ადამიანისა და კომპანიის ინტერესებს შევეხე” – ფედოროვმა თავისი გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროში შესყიდვებისა და…

უკრსინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი ფაქტორი თავდაცვის სამინისტროში რეფორმებისადმი წინააღმდეგობა გახდა. კერძოდ, ცვლილებები შესყიდვებისა და ტენდერების სფეროში, რამაც მრავალი ადამიანისა და კომპანიის ინტერესები დააზარალა. ამის შესახებ ფედოროვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა ალყაში მოაქცია თავდაცვის სამინისტრო და მე, როგორც მინისტრი, რადგან შიგნით მრავალი განსხვავებული პროცესის გარდაქმნა დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რაც საჯარო სივრცეში დაიწყო — გარკვეული ზეწოლა, ჩვენი სამუშაოს ირგვლივ სამართალდამცავი ორგანოების გარკვეული მოქმედებები — დაახლოებით აპრილის დასაწყისიდან გახდა გასაგები, რომ გრადუსი იწევდა და ეს რაღაცით დასრულდებოდა.

შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებულმა მიზეზმა, იმან, რომ ამ მიმართულებით პროცესების გარდაქმნა დავიწყეთ, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მრავალ ადამიანში. მათ დაიწყეს მუდმივი ზეგავლენის მოხდენა და ნეგატივის დათესვა არა მხოლოდ პრეზიდენტის გარშემო, არამედ მთლიანად მედიასივრცეში“.

ექსმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი კონკრეტულ ადამიანებსა თუ ჯგუფებს კი არ ებრძოდა, არამედ თვითონ სისტემის შეცვლას ცდილობდა. მთავარ ამოცანებს შორის ფედოროვმა დაასახელა ტენდერების გაშვება, თავდაცვის სამინისტროში მართვის გარდაქმნა და თანამშრომელთა შერჩევის ახალი მიდგომა — რეფორმების მიზნების შესაბამისად.

მისი თქმით, ყველა მხრიდან წამოსულ ზეწოლას იგი პროცესის ნაწილად აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ პრობლემების გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, უწყების მუშაობის ფუნდამენტური პრინციპები უნდა შეცვლილიყო. ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მოსალოდნელი დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, რადგან სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს შეეხო.

„სადღაც აპრილში პრეზიდენტი გავაფრთხილე: უყურეთ, ახლა თქვენთან მოვლენ და გეტყვიან, რომ ჩემთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ არის, რომ პოლიტიკური ამბიციები მაქვს, რომ მაქვს დრონების მწარმოებელი კომპანიები, რომ ვიღაცის პროცესები დავარღვიე და ა.შ.

ეს ინფორმაცია ჩემთან უნდა გადაამოწმოთ, რადგან მრავალი ადამიანისა და კომპანიის ინტერესებს შევეხე. და აქ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება“.

მისი აზრით, ზეწოლა ყოველთვიურად ძლიერდებოდა და საბოლოოდ მთავრობის შეცვლისა და მისი გათავისუფლების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობისას სამინისტროს გენერალური შტაბისა და იმჟამინდელი მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის არცერთი გადაწყვეტილება არ დაუბლოკავს. მან გენერალთან „პირადი“ კონფლიქტის არსებობაც უარყო.

„სინამდვილეში, მთავარსარდალთან ასეთი პირდაპირი პირადი კონფლიქტი არ გვქონია. ეს უფრო მსოფლმხედველობრივი კონფლიქტია. ჩვენ გვაქვს ომის გარკვეული ხედვა, რომლითაც მოვედით. ეს კონცეფცია იყოფა კონკრეტულ რეფორმებად, პროექტებად და ოპერაციებად, რომლებიც უნდა განხორციელდეს.

ეს კონცეფცია პრეზიდენტს ჯერ კიდევ დანიშვნამდე წარვუდგინე. ამ კონცეფციაზე 2023 წლიდან ვმუშაობ და იგი მუდმივად განიცდის განახლებას. ამის შემდეგ იგი მთავარსარდალს და გენერალური შტაბის უფროსს წარვუდგინე. ჩვენ გვქონდა უფრო ინსტიტუციური კონფლიქტი ამ კონცეფციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. პლუს კულტურული კონფლიქტი. რადგან თავისუფლება უნდა მიეცეთ ახალგაზრდა ლიდერებს, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად უნდა მიიღებოდეს და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის კონკრეტული რეფორმები, რომლებიც უკვე დაიწყო“.

ფედოროვი განმარტავს, რომ სამინისტროს გენშტაბის არცერთი გადაწყვეტილება არ შეუჩერებია, რადგან „არმია 24/7-ზე ომობს და მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგად გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“.

გარდა ამისა, ექსმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თავისი თანამდებობის გამო ულტიმატუმები არ წაუყენებია. პრესბრიფინგისა და საპროტესტო აქციების ფონზე მას რამდენიმე „სავარძელი“ შესთავაზეს, თუმცა დეკორატიული თანამდებობების დაკავებაზე უარი თქვა.

„მე უბრალოდ ვთქვი, რომ მაქვს გარკვეული ხედვა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ. სადაც არ უნდა ვიყო, ამ ხედვას გავყვები, მაგრამ რაიმე დეკორატიულ თანამდებობას არ დავიკავებ. საკუთარ თავს ვაიგივებ მენეჯერთან, რომელსაც შეუძლია სისტემის აგება და შედეგის მიღწევა. თუ შედეგს ვერ ვხედავ, ეს დემოტივაციას მიქმნის.

ამიტომ, ამ სიტუაციაში არანაირი ულტიმატუმი არ არის. თანამდებობები შემმომთავაზეს, მე ვთქვი: არა, გმადლობთ, სხვა სფეროში ვიმუშავებ. ხოლო თუ საჭირო ვიქნები ომის კონცეფციის სარეალიზაციოდ, მაშინ თავდაცვის მინისტრის რანგში შევძლებ ამის გაგრძელებას და იმ შედეგის მიღწევას, რომელზეც ვაცხადებდი“.