— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული…

წლის დასაწყისიდან რუბლი 45%-ით გამყარდა და ვაჭრობა დაახლოებით 78 რუბლის ნიშნულზე მიმდინარეობს ერთ დოლართან მიმართებით, რაც ძალიან მიახლოებულია იმ დონეებთან, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე – თითქმის ოთხი წლის წინ ფიქსირდებოდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს გამყარება, მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძლიერი იყო სულ მცირე 1994 წლიდან.

მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა რუსეთში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება საერთაშორისო სანქციების ფონზე, ხოლო, განსაკუთრებულად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ რუბლში დენომინირებული აქტივები უფრო მიმზიდველი გახადა ადგილობრივებისთვის. ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ოქტომბრიდან ივნისამდე რეკორდულად მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რის შემდეგაც პოლიტიკის შემმუშავებლებმა იგი ჯამურად 5 პროცენტული პუნქტით შეამცირეს და 16%-მდე დაიყვანეს.

ვალუტის გამყარებას ხელი შეუწყო ასევე რუსეთის ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვებმა, რაც ასახავს ფინანსთა სამინისტროს ოპერაციებს – ის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანსა და ოქროს ყიდის დაკარგული ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შესავსებად.

Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, წელს რუბლის გამყარება მას სპოტ-შემოსავლიანობის მიხედვით მსოფლიოში ხუთ ყველაზე შედეგიან აქტივს შორის აყენებს – პლატინის, ვერცხლის, პალადიუმისა და ოქროს შემდეგ.