— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს – სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.

პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5.2 მილიონი ლარია.

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ