— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

დავით ჩიხელიძე ჰერჩინსკიზე: საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს, ინსტიტუტები მუშაობს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული

ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისვე თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელია დღევანდელი საქართველო, რომელმაც დატოვა მონის პოზიცია და დამოუკიდებელი თამაშის წესები დაამკვიდრა.

„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს, ინსტიტუტები მუშაობს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული.
ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ! დასავლეთისთვის მიუღებელია დღევანდელი საქართველო, რომელმაც დატოვა მონის პოზიცია და დამოუკიდებელი თამაშის წესები დაამკვიდრა, სწორედ ეს დამოუკიდებლობა და სუვერენული არჩევანი არის მიუღებელი გარკვეული გარე აქტორებისთვის. ამიტომაც, როდესაც გვესმის მსგავსი განცხადებები, მნიშვნელოვანია მათი არა მხოლოდ სიტყვიერი შინაარსის, არამედ კონტექსტისა და შესაძლო მიზნების გაანალიზებაც.“ – ჩიხელიძე.