— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

დავით ჩიხელიძე: საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას

დავით ჩიხელიძე: საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას

„ ვისაც გაინტერესებთ, როგორია ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიური მხარე და რატომ უჭირს ბევრ ადამიანს დაფიქსირება , როდესაც მანიპულაციის სამიზნეა, ამ ტექსტს ყურადღებით გაეცანით.
საქართველოს მოვუწოდებთ გააძლიეროს თანხვედრა რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ზომებთანო.
ეს სრულიად იეზუიტური წინადადება ისეა შედგენილი, ფორმალურად ვერაფერში შეედავები: რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეიძლება მისი გაძლიერება. ამავე დროს, გიტოვებთ განცდას, რომ საქართველო რაღაცას აშავებს, რადგან თან გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
სასაცილო ისაა, რომ საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას, ამ დღეებში , მხარი დაუჭირა შესაბმის კონვენციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს. იმავე დროს, ევროკავშირი, რომელიც ამ გაურკვეველი მოწოდებით მოგვმართავს, დღემდე რჩება რუსული ეკონომიკის უმსხვილეს დონორად და რუსეთისთვის გაცილებით მეტი მილიარდი აქვს გადარიცხული ენერგორესურსებისთვის, ვიდრე უკრაინელ ხალხს გაუწია დახმარება, ხალხს, რომელიც მისივე აღიარებით, ევროპელების მშვიდობიანი ცხოვრების გულისთვის იღუპება. ეს ის ნაძირალა ევროკავშირის, რომელიც ამბობს, ალბათ 2027 წლისთვის ვიტყვით უარს რუსულ ენერგორესურსებზეო. ამ ევროკავშირის წევრი ბალტიისპირელი გიენებისგან მიეწოდება რუსეთს სამხედრო მრეწველობაში გამოყენებული კაუჩუკი და ალკოჰოლის ექსპორტით რუსეთში ეს გიენები უსწრებენ საქართველოს, ხოლო ესტონელი უვიცის (ეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებაა, აი, მაიკლ როთი რომ იყო ადრე და ყველა მისი სიტყვა ჭეშმარიტებააო, რომ გვასწავლიდნენ), კაია კალასის ქმარს ლოგისტიკური ბიზნესი ჰქონდა რუსეთში, ბიზნესი ომის დაწყების შემდეგაც ფუნქციონირებდა. მისმა ცოლმა კი უტიფრად განაცხადა, არ ვიცოდი, გაზეთებიდან გავიგეო.
დღევანდელი ევრობიუროკრატია არის უტიფარი , ცრუპენტელა კოლონიზატორების ბრბო, რომლის ტაქტიკაა სხვა ქვეყნების სისხლზე საკუთარი ბედნიერების შენება. ის დემოკრატიული ბლა-ბლა, რასაც ტრიბუნებიდან ლაპარაკობენ, არის მხოლოდ ნიღაბი, ისიც იქამდე, სანამ ხელში სრულ გეოპოლიტიკურ მონოპოლიას ჩაიგდებენ. როცა ჩათვლიან, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტები აღარ ჰყავთ, მერე ნახონ კოლონიზაცია, სისასტიკე და მათრახი იმ იდიოტებმა, ვისაც კალასების და “პღეზიდანების” ჯერ კიდევ სჯერა.“ – წერს ჩიხელიძე.„ ვისაც გაინტერესებთ, როგორია ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიური მხარე და რატომ უჭირს ბევრ ადამიანს დაფიქსირება , როდესაც მანიპულაციის სამიზნეა, ამ ტექსტს ყურადღებით გაეცანით.
საქართველოს მოვუწოდებთ გააძლიეროს თანხვედრა რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ზომებთანო.
ეს სრულიად იეზუიტური წინადადება ისეა შედგენილი, ფორმალურად ვერაფერში შეედავები: რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეიძლება მისი გაძლიერება. ამავე დროს, გიტოვებთ განცდას, რომ საქართველო რაღაცას აშავებს, რადგან თან გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
სასაცილო ისაა, რომ საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას, ამ დღეებში , მხარი დაუჭირა შესაბმის კონვენციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს. იმავე დროს, ევროკავშირი, რომელიც ამ გაურკვეველი მოწოდებით მოგვმართავს, დღემდე რჩება რუსული ეკონომიკის უმსხვილეს დონორად და რუსეთისთვის გაცილებით მეტი მილიარდი აქვს გადარიცხული ენერგორესურსებისთვის, ვიდრე უკრაინელ ხალხს გაუწია დახმარება, ხალხს, რომელიც მისივე აღიარებით, ევროპელების მშვიდობიანი ცხოვრების გულისთვის იღუპება. ეს ის ნაძირალა ევროკავშირის, რომელიც ამბობს, ალბათ 2027 წლისთვის ვიტყვით უარს რუსულ ენერგორესურსებზეო. ამ ევროკავშირის წევრი ბალტიისპირელი გიენებისგან მიეწოდება რუსეთს სამხედრო მრეწველობაში გამოყენებული კაუჩუკი და ალკოჰოლის ექსპორტით რუსეთში ეს გიენები უსწრებენ საქართველოს, ხოლო ესტონელი უვიცის (ეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებაა, აი, მაიკლ როთი რომ იყო ადრე და ყველა მისი სიტყვა ჭეშმარიტებააო, რომ გვასწავლიდნენ), კაია კალასის ქმარს ლოგისტიკური ბიზნესი ჰქონდა რუსეთში, ბიზნესი ომის დაწყების შემდეგაც ფუნქციონირებდა. მისმა ცოლმა კი უტიფრად განაცხადა, არ ვიცოდი, გაზეთებიდან გავიგეო.
დღევანდელი ევრობიუროკრატია არის უტიფარი , ცრუპენტელა კოლონიზატორების ბრბო, რომლის ტაქტიკაა სხვა ქვეყნების სისხლზე საკუთარი ბედნიერების შენება. ის დემოკრატიული ბლა-ბლა, რასაც ტრიბუნებიდან ლაპარაკობენ, არის მხოლოდ ნიღაბი, ისიც იქამდე, სანამ ხელში სრულ გეოპოლიტიკურ მონოპოლიას ჩაიგდებენ. როცა ჩათვლიან, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტები აღარ ჰყავთ, მერე ნახონ კოლონიზაცია, სისასტიკე და მათრახი იმ იდიოტებმა, ვისაც კალასების და “პღეზიდანების” ჯერ კიდევ სჯერა.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ