— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ეროვნულმა ბანკმა ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულის გათეთრების პრევენციის თემაზე ტრენინგი გამართა

ეროვნულმა ბანკმა ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულის გათეთრების პრევენციის თემაზე ტრენინგი გამართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრენინგი თემაზე: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ტრენინგის მიზანი იყო ბუღალტრული და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორი ტატიანა ბერიძე ესწრებოდნენ.

ეკატერინე გალდავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოვა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში თემატური სწავლებისა და ინფორმაციის გაზიარების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტენსიურ კომუნიკაციას საფინანსო სექტორის წარმომდგენლებთან.

„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას, რაც საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა სისტემატურ ინფორმირებასა და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ავითარებს თავის რეგულატორულ და საზედამხედველო ჩარჩოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ტატიანა ბერიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ფინანსურ გამჭვირვალეობაზე, სანდო ანგარიშგებასა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხარდაჭერა და ძალისხმევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობა არის ფინანსური გამჭვირვალობის მთავარი საყრდენი.

„ბუღალტრები პირველ რიგში ვართ ფინანსური უსაფრთხოების მცველები – ადამიანები, რომლებიც უნდა ამოვიცნოთ რისკები, დავიცვათ სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ფინანსურ სისტემაში ნდობის გაძლიერებას. ეს არამხოლოდ იურიდიული მოთხოვნა არამედ ჩვენი პროფესიის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ტატიანა ბერიძემ.

ტრენინგს: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ – ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაპუნა შენგელაია უძღვებოდა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სებ-სა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.

ბუღალტერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროფესიული დღე პირველად 53 წლის წინ აღნიშნა, 1976 წლიდან კი 10 ნოემბერი ბუღალტრის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ