— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

გამრეკელის ქუჩის I შესახვევში მდებარე N6 ავარიული კორპუსის ადგილზე ახალი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

გამრეკელის ქუჩის I შესახვევში მდებარე N6 ავარიული კორპუსის ადგილზე ახალი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N6-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია რვა სართულისა და ლიფტის გადახურვა, ეწყობა შახტები, ხუთ სართულზე მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და ბლოკის მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„გამრეკელის ქუჩაზე ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე ქართული არქიტექტურით და გარემონტებული ბინების გადაცემას. დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რაც უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს. აქ, გამრეკელის ქუჩაზე იყო ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და მის ადგილას შენდება რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მოსახლეობა დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოები მომავალი წლის სექტემბერში დასრულებული იქნება და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არსებულ ავარიულ კორპუსში, მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, გადაეცემათ ყოველმხრივ მოწესრიგებული, გარემონტებული ბინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, გარემონტებული ბინები 18 ოჯახს გადაეცემა.

სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 6 470 558 ლარია,შპს „ბქ ქონსთრაქშენი“ ასრულებს. მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება.

პროექტის მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე და საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ