— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2024-2025 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპეციალური სიგელები გადასცეს.

გარდაბანში მედალოსნების დაჯილდოება, მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მესამედ გაიმართა და წელსაც წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა მერიისგან ფულადი ჯილდო მიიღეს.

„გარდაბანში 76 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. მედალოსანთა ეს რიცხვი ნათლად ადასტურებს იმ პროგრამის სიცოცხლისუნარიანობასა და წარმატებას, რომელსაც ჩვენ საფუძველი სამი წლის წინ ჩავუყარეთ. ეს იყო ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ახალგაზრდების წარმატებაში! ჩვენი მიზანი მარტივი იყო – დავინახოთ, დავაფასოთ და წავახალისოთ ისინი, ვინც სწავლაში ბრწყინავს. პროგრამამ არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენი წარჩინებულების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას, ძვირფასო მედალოსნებო! ეს ჯილდო არის თქვენი დისციპლინის, მიზანსწრაფულობისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო. გისურვებთ, რომ ცხოვრების გზაზე არასოდეს დაგეკარგოთ ეს მონდომება და სწრაფვა საუკეთესოსკენ”, – აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჯალაღანია, მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სამირ ხიალოვი, ზაზა ონიანი, ვუგარ მამედოვი, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ