— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
პოლიტიკა

გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის დამატებით მიწოდებას ვერ შეძლებს

გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის დამატებით მიწოდებას ვერ შეძლებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსიმ განაცხადა, რომ ბერლინს საკუთარი რეზერვებიდან უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობა არ აქვს. ამის შესახებ იუწყება Deutsche Welle.

კიევის მოთხოვნებზე კომენტირებისას, რომლებიც საჰაერო თავდაცვისთვის ამუნიციის მიწოდების გაზრდას ეხება, პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ უკვე შეიტანა „არაპროპორციულად დიდი წვლილი“, რადგან უკრაინას საკუთარი Patriot-ის არსენალის ერთ მესამედზე მეტი გადასცა.

მისი თქმით, დამატებითი მიწოდება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან Bundeswehr ახალი სისტემების მიღებას ელოდება და ამავე დროს ვალდებულია შეინარჩუნოს შესაძლებლობები როგორც პირადი შემადგენლობის მომზადებისთვის, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის.

ამასთან, პისტორიუსმა აღიარა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობაც არასაკმარისია. მისი განცხადებით, გერმანია რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც ამ სისტემების მიწოდება შეუძლია და ამას „ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში“ ახორციელებს. თუმცა, რუსეთის შეტევების ინტენსივობის მკვეთრი ზრდის ფონზე, წინა მიწოდებები მაინც არ არის საკმარისი.

უკრაინის დასავლელ პარტნიორებს მიმართვისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მოკავშირეებს მოუწოდა, ერთობლივად ჩაატარონ საკუთარი შეიარაღების მარაგების ინვენტარიზაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობს ხელმისაწვდომი რეზერვები.

ცალკე განცხადებაში პისტორიუსმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სისტემური იერიშების გამო და ეს ქმედებები განსაკუთრებით ცინიკურად შეაფასა.

მისი თქმით, აბუ დაბიში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტაზე გამართული მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთი აგრძელებს „დაუნდობელი სისასტიკითა და ბრუტალურობით“ მშვიდობიანი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას მკაცრი ზამთრის პირობებში, ტერორს ახორციელებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

Patriot-ის რაკეტები აშშ-დან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმდნენ 22 იანვარს, დავოსში გამართული შეხვედრის დროს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებული იყო და აღნიშნა, რომ ყველა მხარე დაინტერესებულია ომის დასრულებით.

დავოსიდან დაბრუნების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში ჩამოიტანა შეთანხმებები საჰაერო თავდაცვის ახალი, კრიტიკულად საჭირო სისტემების პაკეტზე, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამ ეტაპზე Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ინტენსიფიცირებული თავდასხმების პირობებში.

https://newsukraine.rbc.ua/news/germany-to-not-send-patriots-to-ukraine-government-1769470886.html

მსგავსი სიახლეები.

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

57 წთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

1 სთ წინ3 წთ
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

3 სთ წინ2 წთ