— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ
საქართველო

გივი მიქანაძემ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მიზანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი ხელშეწყობა და წახალისება.

გივი მიქანაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, კონკურსის გრან-პრის მფლობელი და პირველ ადგილზე გასული პროექტის მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვა.

მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა დააჯილდოვეს.

გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ პროექტის ავტორები: ,,ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის’’. პირველი ადგილი და 5 000 ლარი ერგო პროექტს: ,,ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა’’, მეორე ადგილი და 3 000 ლარი გადაეცა პროექტს: ,,ამინომჟავებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ფენოლური ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა“. მესამე ადგილითა და 2 000 ლარით დაჯილდოვდა პროექტი სახელწოდებით: ,,პეროქსიდას, როგორც ეკოფერმენტის როლი საღებავებით დაბინძურებული წყლის ბიორემედიაციაში“. სხვა წარმატებული მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის სპეციალური პრიზებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, მასში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები. კონკურსი ხორციელდება სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით და მისი მიზანია მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროთი მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ