— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

გურჯაანში, თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს

გურჯაანში, თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების დიაგნოსტირების შესაძლებლობების, თევზისა და თევზპროდუქტების ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. პრეზენტაციები შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულსა და ზონალურში, დანერგილია ყველა ძირითადი კვლევა თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა უშუალო დიალოგის ფონზე გამოიკვეთოს ფერმერებისთვის დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და, ამავდროულად, მეთევზე ფერმერებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ. თევზმომშენებელი ფერმერების მხრიდან ლაბორატორიული კვლევების დროული ჩატარება თევზის დაავადებების პრევენციას და მის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ქალაქ გურჯაანში თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ