— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ირაკლი კირცხალია – გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის

ირაკლი კირცხალია – გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი…

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის, მთელმა ქვეყანამ განუყოფლად, ერთიანად, თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ სულიერი მამა, რომლის ლოცვის ძალა და მადლი ფარავდა სრულიად საქართველოს, ამიერიდან სამუდამო სასუფევლიდან დაიცავს საკუთარ სამშობლოს.
რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ.
გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს, თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება”, – წერს ირაკლი კირცხალია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ