— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.

კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 22 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა კვლევითი სამუშაოები. სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა შეაფასა ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტური თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფასეულობები. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ საკვლევი ტერიტორიები სრულად აკმაყოფილებს რეგიონში ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ცივგომბორის ქედზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს.
კახეთის რეგიონი გამოირჩევა ბუნებრივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. რეგიონში უკვე არსებული დაცული ტერიტორიები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს, რაც მათ კახეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ