— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო…

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ამჟამად მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობისთვის საძირკვლის გრუნტის მოტკეპნის, არმირების, საყალიბე სისტემების მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. სახლ-მუზეუმის შიდა სივრცეში იატაკიდან და კედლებიდან მოიხსნა ძველი ნალესობა და კირდუღაბის ხსნარით აღდგა ქვისა და აგურის წყობა.

XX საუკუნეში განხორციელებული არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმში ამ მასშტაბის რეაბილიტაცია აქამდე არ ჩატარებულა.

რეაბილიტაციის შედეგად, სრულად რესტავრირდება შენობის ფასადი და შიდა სივრცე; მოეწყობა ახალი სახურავი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს; აღდგება მარანი და მოეწყობა ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი. სახლ-მუზეუმის ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

“სასიხარულოა, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმის აღდგენა მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილებით გამოვხატავთ მადლიერებას დიდი მეცნიერის წინაშე, მომავალ თაობებს კი მდიდარ მემკვიდრეობას ვუნარჩუნებთ. ამავე დროს, სახლ-მუზეუმის აღდგენა ხელს შეუწყობს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ