— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

Lego-მ ჭკვიანი კუბიკები Smart Brick წარადგინა

Lego-მ ჭკვიანი კუბიკები Smart Brick წარადგინა

დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა Lego თავისი პატარა სათამაშო ბლოკების ტექნოლოგიური ვერსიები – Smart Bricks (ჭკვიანი კუბიკები) წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს სიახლე ნაკრებებს ხმით, განათებითა და მოძრაობაზე რეაგირებით „გააცოცხლებს“.

Smart Play სისტემა ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES 2026) წარადგინეს. ის კლასიკურ პლასტმასის კუბიკებში ელექტრონული კომპონენტების დამატებას ითვალისწინებს. „ჭკვიან კუბიკებს“ შეუძლიათ აღიქვან მოძრაობა, მდებარეობა და მანძილი, რაც მოდელებს საშუალებას აძლევს, თამაშის პროცესში სხვადასხვაგვარი რეაგირება ჰქონდეთ. 2×4-ზე ზომის კუბიკი აღჭურვილია სენსორებით, განათებით, მცირე ზომის ხმის სინთეზატორით, აქსელერომეტრით და სპეციალურად დამზადებული სილიკონის ჩიპით, რომელიც მას მოძრაობის დაფიქსირებისა და მასზე რეაგირების საშუალებას აძლევს.
Lego-ში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც გაყიდვაში მარტში, „ვარსკვლავური ომების“ ახალ ნაკრებთან ერთად გამოვა, კომპანიის „ყველაზე რევოლუციური ინოვაციაა“ ბოლო თითქმის 50 წლის განმავლობაში“.

თუმცა, პროდუქციის ახალ ხაზს თამაშის ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათი თქმით, ეს რისკის ქვეშ აყენებს იმ უნიკალურობას, რაც Lego-ს ბავშვებისთვის ამ სულ უფრო მეტად ციფრულ სამყაროში გამოარჩევს.