— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე

ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე

„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს, მათზე ეს რეგულაცია არ გავრცელდება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

„ვაზს ჩვენ ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამიტომ ვენახი გათვლილი უნდა იყოს მრავალწლიან ინვესტიციაზე. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ