— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა.

„დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითa და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა.

„მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა – 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 92 წლის ქალი.

„მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ