— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

ზაჰესში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ზაჰესში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყობა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული.

„ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტისთვის, დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება.

„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. ამასთან, განვახორციელოთ უკანონო შემოღობვებისა და უსახური, ყველანაირი პრობლემის მქონე ფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებითა და ჩართულობით, შევიმუშავოთ პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მოსახლეობას აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.

აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ უსახური ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ