— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

მარიამ ლაშხი კონკურსის „მე – ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა

მარიამ ლაშხი კონკურსის „მე – ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე – ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების წარმოჩენაზე, ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონკურსის „მე – ახალგაზრდა მეცნიერი” სხვადასხვა წელს გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში საკუთარი პროექტები წარადგინეს. ეროვნულ დონეზე კონკურსს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდი უწევს ორგანიზებას. კონკურსი ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ერთ-ერთ ქვეყანაში იმართება.

„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიასთან თანამშრომლობაზე. განვიხილეთ საერთაშორისო კონკურსებში ქართველი ახალგაზრდების მიღწევები. აღინიშნა, რომ საჭიროა გამარჯვებული პროექტების პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობა. ასევე ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება უმაღლესი განათლების განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების კუთხით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. პლენარულ სხდომაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხულორდავა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ევა ბაბალაშვილი, ევროკონკურსის ეროვნული ეტაპის ჟიურის თავმჯდომარე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე პაატა კერვალიშვილი და „პროგრესული იდეების ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ჟორდანია.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ