თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
საქართველო

Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა

Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s Ratings (Moody’s)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა.

გადახედვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება 2026 წელს. წინა პროგნოზით კი Moody’s-ი 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა. 

რეიტინგის ძირითადი მოსაზრებები და დასაბუთება შეჯამებულია შემდეგი ფორმით:

• საქართველოს გრძელვადიანი ემიტენტის Ba2 რეიტინგი ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ საფუძვლებს, რომლებიც მდგრადად რჩება მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად.

• რეალური მშპ-ს ზრდამ 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიური ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 3.6%-ს. ზრდას ხელს უწყობდა ძლიერი შიდა მოთხოვნა, ხელფასების ზრდა, მომსახურების სექტორის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თუმცა შეზღუდვად რჩება არასახარბიელო დემოგრაფია და სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა. 2026 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება დაახლოებით 6%-მდე, რაც თანდათან მიუახლოვდება დაახლოებით 5%-იან პოტენციურ დონეს, შიდა მოთხოვნის ნორმალიზაციის ფონზე.

• 2025 წლის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ფისკალური დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 1.2%-მდე (წინა წლის 2.2%-დან), რაც საგადასახადო რეფორმებით იყო განპირობებული. ამან ხელი შეუწყო ვალის ტვირთის კონსოლიდაციას მშპ-ს 34.5%-მდე.

,,საგარეო სექტორში საქონლის ექსპორტის ზრდა 2025 წელს კვლავ ძლიერი იყო, თუმცა პარალელურად გაიზარდა იმპორტიც. სავაჭრო დეფიციტის მცირე ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო ფულადი გზავნილებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით. ჩვენი შეფასებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 2.9%-მდე (2024 წლის 5.3%-დან) და მომდევნო ორ წელიწადშიც ამ დონესთან ახლოს დარჩება. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა 5 წლის საშუალო 8%-იან დეფიციტთან შედარებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება $5.6 მილიარდამდე 2026 წელს და $6.1 მილიარდამდე 2027 წელს (2025 წლის $4.7 მილიარდიდან). დაფინანსების მხრივ, მთავრობამ წარმატებით მოახდინა რეფინანსირება ევრობონდების დაფარვის ვადის 2026 წლის იანვარში 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების გამოშვებით, 5.1%-იანი კუპონის განაკვეთით”, – წერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია.

Moody’s-ი ასევე საუბრობს შუა დერეფნისროლზე საქართველოს საგარეო სექტორზე.

,,შუა დერეფნის გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ გააძლიერა საქართველოს საგარეო სექტორი”, – წერს Moody’s-ი.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო პროფილი მხარდაჭერილია ეკონომიკური სიძლიერის “baa2” შეფასებით (მაღალი ზრდა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შედარებით მაღალი უმუშევრობა). ინსტიტუტებისა და მმართველობის შეფასება “baa3” ასახავს ძლიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოებს. ფისკალური სიძლიერის “a3” შეფასება ასახავს შედარებით დაბალ ვალსა და მის ხელსაყრელ სტრუქტურას.

პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაუმჯობესდება ინსტიტუციური გარემო. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და პროდუქტიულობის ზრდის მხარდამჭერი რეფორმები შეიძლება დადებითად აისახოს რეიტინგზე.

ეს პუბლიკაცია არ მოიაზრებს საკრედიტო რეიტინგის ცვლილებას და არც მიუთითებს იმაზე, მოსალოდნელია თუ არა რეიტინგის ცვლილება ახლო მომავალში. ყველაზე განახლებული ინფორმაცია რეიტინგების ცვლილებებისა და ისტორიის შესახებ იხილეთ ემიტენტის გვერდზე: https://ratings.moodys.com

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

2 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

5 დღის წინ2 წთ