— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მცხეთა-მთიანეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მცხეთა-მთიანეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან, რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან კახაბერ ჩიტაურთან, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან კობა გელაძესთან ერთად, სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ გოგოლიძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ობიექტების მუშაობის პროცესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

„სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედი ნაგავსაყრელები შესაბამისი ნორმების დაცვით ოპერირებს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, ერთი მხრივ, აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოქმედი ნაგავსაყრელები ფუნქციონირებდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამართულად, მეორე მხრივ, ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ უახლოეს მომავალში ახალი, საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე ობიექტებით ჩავანაცვლოთ ძველი ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობას შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, უკეთესი საცხოვრებელი პირობები და მომსახურება გავხადოთ მაღალი ხარისხის“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

სოფელ დაბა სტეფანწმინდაში არსებული ნაგავსაყრელის ფართობი 21 ათას კვადრატულ მეტრზე მოიცავს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ემსახურება, ხოლო დაბა დუშეთში მდებარე ნაგავსაყრელზე, რომლის ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდეა, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებიდან შედის ნარჩენი. ორივე ობიექტზე შეტანილი მუნიციპალური ნარჩენები სპეციალური ტექნიკით იპრესება და მიწის საფარით იფარება. ნაგავსაყრელებზე 24 საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს, შემოღობილია და დაცულია გარეშე პირებისგან და შინაური ცხოველებისგან.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ