— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ
საქართველო

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სანაშენე მეურნეობის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი გაიმართა

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სანაშენე მეურნეობის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი გაიმართა


სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზაზე სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მეფუტკრეებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანაშენე საქმიანობის ფარგლებში ჯიშური მიკვლევადობის სისტემის კვლევისა და დანერგვის საკითხებს.

საუბარი შეეხო ფუტკრის გენეტიკური რესურსების აღდგენა-კონსერვაციას, იზოლირებული და ბუფერული ზონების განსაზღვრას, საკვები ბაზის გაფართოების აუცილებლობას, ჰიგიენისა და ვეტერინარული კონტროლის მოთხოვნებს, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) სტანდარტების დაცვას, საფუტკრე მეურნეობის შემოწმების წესს, ფერმის მართვის სისტემის დანერგვასა და სელექციის ორგანიზებას. ასევე განიხილეს დოკუმენტაციის წარმოება, ბონიტირების ინსტრუქციის დახვეწა და მისი განხორციელების მექანიზმები.

„ფუტკრის ადგილობრივი ჯიშების პოპულაციების აღდგენა, დედა ფუტკრების ხალასი ბირთვის შექმნა, ფერმის მართვის სისტემის დანერგვა და სანაშენე სტატუსის მინიჭება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეხვედრები და სწავლებები მეფუტკრეების ინფორმირების და ცნობადობის ამაღლების აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

შეხვედრას მეფუტკრეთა გაერთიანების დირექტორი ალეკო პაპავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს წევრები, სოფლის რწმუნებულები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ