— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Numbeo: საქართველო რეგიონში გამოირჩევა- საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია

Numbeo: საქართველო რეგიონში გამოირჩევა- საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქონლის ხორცი ყველაზე იაფია.

აღნიშნული მონაცემებით, 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.78 აშშ დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევა 103 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს და ამ რეიტინგში საქართველო 75-ე ადგილს იკავებს.

კვლევის თანახმად, რეგიონში ყველაზე ძვირი საქონლის ხორცი თურქეთში ფიქსირდება, სადაც 1 კილოგრამის საშუალო ფასი 20.01 დოლარს აღწევს, რითაც ქვეყანა მე-17 ადგილზეა. მას მოსდევს სომხეთი, რომელიც 52-ე პოზიციაზეა და ხორცის ფასი 12.28 აშშ დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი (65-ე ადგილი), სადაც ხორცის ფასი 10.90 აშშ დოლარია, ხოლო აზერბაიჯანი 70-ე პოზიციაზეა, სადაც ხორცის ფასი 10.53 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი კი სწორედ საქართველოში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიო ბაზრებზე ხორცის გაძვირების ტენდენციისა, საქართველო რეგიონში კვლავ ინარჩუნებს კონკურენტულ და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასს.

კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქტების მიმართულებით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ბაზრად მიიჩნევა.

https://www.numbeo.com/cost-of-living/in/Tbilisi