— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

ორბანი: უნგრეთი არ დატოვებს ევროკავშირს – ევროკავშირი თავისით დაიშლება

ორბანი: უნგრეთი არ დატოვებს ევროკავშირს – ევროკავშირი თავისით დაიშლება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ლიდერობის ქაოსის“ გამო „თავისით დაიშლება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიზანია, უნგრეთს რუსული ენერგომატარებლების მიწოდება შეუწყვიტოს.

ორბანმა უარყო ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გონივრული იყოს.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის მომავალი ამ გაერთიანებასა და ნატოშია, ოღონდ „სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით“.

„ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ ამ ერთ ბლოკში თუ გავიჭედებით, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. აზრი აქვს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობების ქონას ყველა ბლოკთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ და თურქულ სამყაროსთან“, – დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.