— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

პირველ ქვეით ბრიგადაში ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

პირველ ქვეით ბრიგადაში ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
JPG resized with https://ezgif.com/resize

19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაარსების დღეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის 33 წლის საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

ირაკლი ჩიქოვანმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ქართული ჯარის, მათ შორის, პირველი ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებას.

მისი განცხადებით, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, შესაბამისად, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის კვლავ 10%-ით გაზრდა.

სამხედროებს სიტყვით მიმართა გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, რომელმაც თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მათ უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ