თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება – თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება – თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი – „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. მოზარდების უმეტესობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.