— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საქართველო

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და გამოვხატავთ სრულ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროექტის განხორციელებაში.

დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველსაყოფადაც წლების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ ინიციატივას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს.

ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ FMCG სექტორში ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია და მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს. შესაბამისად, მდგრადი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა.

ჩვენი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის სასარგებლო, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის, აქტიურ, თანაზომიერ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.

მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ინიციატივამ პრაქტიკული შედეგი მოიტანოს და ხელი შეუწყოს ბაზარზე სტაბილურ და სამართლიან გარემოს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ