თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

რევაზ სოხაძე: წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით

რევაზ სოხაძე: წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად…

წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ. – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, გზის სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.

„წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით. ეს არის ოთხ ლოტად დაყოფილი. უკვე მომავალი წლიდან აქტიურად გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანმა შეუფერხებლად იმუშაოს და თბილისს გვერდით აუაროს, რაც მნიშვნელოვანია გადაადგილების სიადვილესთან მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ თბილისისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ამ შემოვლით გზას ექნება ბევრი დაერთება ქალაქთან, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ.“ – აღნიშნა სოხაძემ.