— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საქართველო

როგორი იქნება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უნიფორმები

როგორი იქნება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უნიფორმები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ნაჩვენებია შესაბამისი ესკიზები, თუ როგორი იქნება სასკოლო ფორმის დიზაინი.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა; მეორე ეტაპი – საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

„მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით; მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დააზუსტოს თითოეული ტიპის საქონლის თარგი, ფერი, ასევე ბრენდირება (მათ შორის წარწერა, ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.), სხვა შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის წარმოება/შეკერვა. ბაზრის კვლევაში მონაწილეს ან მის ქვეკონტრაქტორს (საქონლის ქარხანა დამამზადებელს) 2022 წლის 01 იანვრიდან ბაზრის კვლევის დასრულების დღის ჩათვლით უნდა გააჩნდეს ტანსაცმლის შეკერვის ან/და მიწოდების ან/და რეალიზაციის არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულებ(ებ)ი და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშფაქტურ(ებ)ი,“- ასეთია ზოგადი მოთხოვნები, რომელსაც შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ აყენებს.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყება და 22 აპრილის დღის 12:00 საათზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ