— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ქულა მიენიჭება. რუსთავში, იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება.

მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში ცოტა ხნის წინ განსახლდა.

ამ ეტაპზე, რუსთავის პარალელურად საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ