— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს 

საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს…

 „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.

საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა.  კეთილდღეობის ინდექსის 13 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2025) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 78,2%. 2012 წლის შემდეგ საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა, კეთილდღეობის შეფასების დონე კი 8.6 პუნქტით _ ყველაზე მკვეთრად მსოფლიოში.

კეთილდღეობის შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების ინტერესების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 171 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს  4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და  კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 43-ე ადგილზე დაწინაურდა. ამასთან, საქართველოს ახლა უკვე მხოლოდ 1 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად.

კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.

პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 77.3%-ი დააფიქსირა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 75.2%.

გარდა ამისა, უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების,  გაეროს,  ფაიზერის ინსტიტუტის, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვადასხვა საერთაშორისო შემფასებელი ცენტრების და პროექტების თემატურ კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/scorecards

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ