თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

საქართველო Travel + Leisure-ის Best Awards 2025-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა

საქართველო Travel + Leisure-ის Best Awards 2025-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Travel + Leisure საქართველო Best Awards 2025-ის ფარგლებში, International Destinations Winners-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა. საქართველომ გაიმარჯვა კატეგორიაში “Best Instagrammable Destination.”

Travel + Leisure Best Awards 2025 ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტურისტულ ჯილდოდ ითვლება და მსოფლიოს მასშტაბით ასახავს ყველაზე პოპულარულ და ვიზუალურად გამორჩეულ მიმართულებებს. საქართველო ამ კატეგორიაში მოხვდა ისეთ ცნობილ ტურისტულ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.

გამოცემის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენური მიმართულებაა მსოფლიოში.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.