— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამავე ბიბლიოთეკის მიერ 2023-2025 წლებში შეძენილი უნიკალური ექსპონატები გამოიფინა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამავე ბიბლიოთეკის მიერ 2023-2025 წლებში შეძენილი უნიკალური ექსპონატები…

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამავე ბიბლიოთეკის მიერ 2023-2025 წლებში შეძენილი უნიკალური ექსპონატები გამოიფინა.

წარმოდგენილი იყო რევოლუციამდელი პერიოდის ღია ბარათების კოლექცია საქართველოს ხედებით; აფიშების კოლექცია; ილია ადამიას ეთნოგრაფიული ჩანახატები; თვითნასწავლი მხატვრების – კარაპეტ გრიგორიანცისა და ტარიელაშვილის ნახატები; წიგნები: „ბიზანტიური ემალი“ (ფრანგულ ენაზე, 1892 წ.), სტრაბონის „გეოგრაფია“ (1512 წ.), „დონ კიხოტის იკონოგრაფია“ (1879 წ.); ივანე ჯავახიშვილის ანკეტა; არჩილ ჯორჯაძის წერილი (ავტოგრაფით); ალბომი ქართველი მწერლების ავტოგრაფებით; კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები; ერეკლე ჯაბადარის ნოტები ავტოგრაფით; XVIII საუკუნის რუკა (კავკასია და მეზობელი რეგიონები); დოკუმენტები კიტა აბაშიძის არქივიდან.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები ყოველწლიურად ივსება კერძო პირებისა და კოლექციონერებისგან შეძენილი სამეცნიერო თუ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა კოლექციით, მათ შორის, იშვიათი გამოცემებით, არქივებით, წერილებით, პლაკატებით, ფოტოებითა თუ სხვა ბიბლიოგრაფიული ერთეულებით.

გამოფენა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პირველ მოადგილესთან – მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაათვალიერა.

„ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინახება დიდი სიმდიდრე, რომელსაც მოფრთხილება, კვლევა და პოპულარიზაცია სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიოთეკის გუნდი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე იქნება”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ