— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

სამხარაძე შალვა ნათელაშვილს მის განცხადებაზე პასუხობს: ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ

სამხარაძე შალვა ნათელაშვილს მის განცხადებაზე პასუხობს: ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბიძინა…

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
ნათელაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის საშინელი გინება სცოდნია“, როგორც „მისგან გამოქცეულები“ ამას თავად უყვებიან. მისი თქმით, ის „კადრებს ამის მიხედვით არჩევს. მათ შორის, დედას აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად, კობახიძე, ღარიბაშვილი, ის მოსწონს და მერე იმას აწინაურებს“.

სამხარაძე ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისთვის შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია.

„ოპოზიციის კლოუნს, ფულზე გაყიდულს და ქვეყნის გამყიდველ შალიკო ნათელაშვილს მინდა პასუხი გავცე – ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს.
ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო.“- წერს სამხარაძე.