— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება

სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება

თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს ყოველწლიურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.

როგორც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს.

„თბილისის მერია, ტრადიციულად სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. ამ მხრივ არც მიმდინარე ზამთრის პერიოდია გამონაკლისი, რომელსაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და განახლებული პროგრამებით, ახალგაზრდული ბანაკებით, სკოლებითა და საგანმანათლებლო და რეკრეაციული ხასიათის გასვლითი ტურებით ვხვდებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და სახელოვნებო მიმართულებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამები განხორციელდება ისეთი პოპულარული და საინტერესო თემატიკით, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები; რობოტიკა; კინოხელოვნება; ინგლისური ენა; თხილამურის დაუფლების სკოლა; დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები; საჯარო მართვა; ემოციური ინტელექტი; ხის მხატვრული დამუშავება; სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა.

„პარალელურად, მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა ჯამურად 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად“, – აღნიშნა კახა კალაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით.

„მოგიწოდებთ, იაქტიურეთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია ვებგვერდზე – youthtbilisi.ge.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ