— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

სულხან თამაზაშვილი რეგიონის მასშტაბით წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

სულხან თამაზაშვილი რეგიონის მასშტაბით წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი რეგიონის მასშტაბით წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 150 სტუდენტს სტიპენდია გადაეცა.

სტუდენტებთან შეხვედრისას სულხან თამაზაშვილმა საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებსა და ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო წლიდან გაიზრდება სტიპენდიანტთა რაოდენობა, ასევე, გაორმაგდება ე.წ STEM-ის (ტექნიკური და საბუნებისმეტყველო) და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიების თანხის ოდენობა.

„დღეს აქ იმყოფებით ახალგაზრდები, რომლებიც სწავლაში, შრომასა და მიზანდასახულობაში სამაგალითოები ხართ. სახელმწიფო სტიპენდია მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის თქვენი ცოდნის აღიარება და სტიმული კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო სფეროს განვითარება და ისეთი პირობების შექმნა, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და განავითაროს პროფესიული უნარები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და ის მხარდამჭერი პროგრამები, რომელთაც ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მონაწილე გახდება,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა მომდევნო წელს დაგეგმილი სიახლეებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ